“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

2021 წლის 9 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით “GM Pharma” მონაწილეობდა უდიდეს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI WorldWide 2021, რომელსაც წელს ქ. მილანი (იტალია) მასპინძლობდა.

“GM Pharma”-მ საქართველო ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა. კომპანიის მთავარი ამოცანა ახალი კონტაქტებისა და კონტრაქტების მოძიება და ასევე მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ, რაც თავის მხრივ კომპანიის მთავარი მიზნისთვის - ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის - მომზადების წინაპირობას წარმოადგენს.

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI Worldwide გლობალური პლატფორმაა. იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. 170-ზე მეტი მონაწილე ქვეყნისა და 1400-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანიის მონაწილეობით CPhI WorldWide წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტების უდიდეს პრესტიჟულ გამოფენას მსოფლიოში.

ფარმაცევტული კომპანია “GM Pharma”-სთვის გამოფენა CPhI Worldwide 2021-ზე საქართველოს წარდგენა უდიდეს წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც გახლდათ, რადგან კომპანია მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) იყო საქართველოდან.

ამჟამად “GM Pharma” აქტიურად ემზადება ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის; შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად აღნიშნულ გამოფენაზე კომპანიამ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში “GM Pharma”-ს გუნდმა გამართა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიების მენეჯმენტთან - განხილულ იქნა ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების გეგემები ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში, Out-licesning და in-licensing პროექტები, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები “GM Pharma”-ს კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში (ე.წ R&D co-development), აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება “GM Pharma”-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში.

„შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “GM Pharma“ კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოსაა კომპანიის მთავარ საშუალოვადიან მიზანთან, რომ 2023-2024 წლისთვის შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე; 2021 წლის გამოფენაზე წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის საერთაშორისო ცნობადობა, “GM Pharma”-სთან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობაც, რაც სამომავლო დიდი მიღწევების საფუძველს წარმოადგენს.“ - განაცხადა “GM Pharma”-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.

“GM Pharma” 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, “GM Pharma”-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. “GM Pharma”-ს პორტფელი აერთიანებს 150 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 260 ფორმით.

“GM Pharma”-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

დღეისათვის “GM Pharma” ახორციელებს 100-ზე მეტი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა), ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, “GM Pharma” გეგმავს წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთში. 2023-2024 წ.წ. იგეგმება ოპერირების დაწყება უკვე ევროკავშირის ქვეყნებში.

“GM Pharma” - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება