ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, დროულად ჩაინიშნოს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა

ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის ოპოზიციური დეპუტატები ითხოვენ, დროულად ჩაინიშნოს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა.

ოპოზიციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ წინა მოწვევის საკრებულო რიგგარეშე სხდომებით შეეცდება აჭარის მთავრობას ქონება დაჩქარებული წესით გადასცეს, ამასთან მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას შეეცდებიან.

„დროულად ჩანიშნოს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა, რადგან ძველი შემადგენლობის შეკრება არალეგიტიმურია. 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების" უმრავლესობას ხალხმა უთხრა უარი, აღიარონ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. ახლა ცდილობენ რიგგარეშე სხდომებით რაც შეიძლება მეტი მუნიციპალური ქონება გადასცენ აჭარის მთავრობას და ასევე შეეცდებიან დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს", - განაცხადა "ლელო საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძემ.

ოპოზიციის პროტესტს მოქმედი საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ნატალია ზოიძე გამოეხმაურა.

„ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ახალი საკრებულოს პირველ სხდომამდე, რომელზეც უნდა სცნონ ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება, მოქმედი საკრებულო ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას და იღებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის, ასე რომ გადახედონ კანონმდებლობას, რეგლამენტს და შემდეგ წამოაყენონ პრეტენზიები", - აღნიშნა ნატალია ზოიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოში წინა მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა