საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე.

„გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი სოფლები დაცლის პირასაა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდებოდა.

ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას.

საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიანი მონაკვეთის 6 კილომეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები. ვინაიდან არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშოები).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მილიონი ლარით ფინანსდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე.

„გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი სოფლები დაცლის პირასაა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდებოდა.

ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას.

საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიანი მონაკვეთის 6 კილომეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები. ვინაიდან არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშოები).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მილიონი ლარით ფინანსდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია