ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ საკრებულოს დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნული დარბაზით უნდა ისარგებლონ სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმაც.

"მე მოგმართავთ თხოვნით მოშიმშილეებს, დატოვოთ დარბაზი, რომელიც არის საერთო სარგებლობის და მიეცეს მუშაობის საშუალება სხვა ფრაქციებსაც", - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

აღნიშნულ მოთხოვნას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, რომლებიც მოშიმშილე დეპუტატების ძალის გამოყენებით გაყვანას გეგმავენ.

"ფიქრობენ, როგორ გაათრიონ მოშიმშილე დეპუტატები. ჩვენ აქედან არ გავალთ და არალეგიტიმური საკრებულო ვერ დაამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეულმა დეპუტატებმა, რომლებმაც შიმშილობა 15 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს, ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმურ საკრებულოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საშუალებას არ მისცემენ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს