ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ დღეს სხდომაა ჩანიშნული და სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერებს საკრებულოს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ზუგდიდის საკრებულომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას და ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ თავმჯდომარეს, ბათლომე შელიას განცხადებით მიმართა, რათა დარბაზში მყოფმა მოშიმშილე, ახლად არჩეულმა დეპუტატებმა საკრებულოს დარბაზი დატოვონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15:00 საათზე ჩანიშნულია სხდომა და მათი დარბაზში ყოფნა მუშაობის პროცესს აფერხებს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, დანიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს კომისიური, ფრაქციული და არასამთავრობო სექტორიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე შენიშვნებით მერისთვის დასაბრუნებლად.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაცნობებთ, რომ თქვენი შეკრება საკრებულოს სხდომათა დარბაზში აფერხებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებას, ვინაიდან, დაგეთმოთ დარბაზი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს 12:00 საათზე გაერთიანებულ ფრაქციათა სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გაათავისუფლოთ საკრებულოს სხდომათა დარბაზი", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზის დატოვებას არ აპირებენ. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა