ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა წევრმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ისინი პროტესტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან შეუერთდნენ. ისინი მოშიმშილეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

„21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ეს მე მგონი, ძალიან სირცხვილია და სირცხვილზე კიდევ უარესი, მაგრამ ხელისუფლებას რადგანაც არ ესმის, ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტულება მიიღეს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ და დაიწყონ შიმშილობა. მივმართავ საზოგადოებას, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჰუმანური აქტი, რომ გადავარჩინით მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა. რას ვითხოვთ ამისთანა უსაშველოს და არაკანონიერს. მოვითხოვთ კატეგორიულად, გადაყვანილ იქნეს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც სათანდო მკურნალობას გაუწევენ“,- განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ,დარეჯან ცხვიტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს