აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2021-2024 წლების სტრატეგია, ინსტიტუციური განვითარებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 2021-2024 წლებისთვის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარებისა და საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა თანმხლები სამოქმედო გეგმებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტები შესაბამისი სფეროს ექსპერტთა ჯგუფის ხელშეწყობით, უმაღლესი საბჭოს შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის, აქტიური ჩართულობით მომზადდა და ემყარება მათ მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს, რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თითოეულ სტრატეგიულ დოკუმენტს სამი მიზანი აქვს და ფარავს რამდენიმე ამოცანას, რომლებიც სამოქმედო გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პასუხისმგებელი პირის, შესრულების ვადების, ინდიკატორების და ვერიფიკაციის წყაროების მითითებით.

ყოველ აქტივობას ასევე ახლავს შესაბამისი რისკები და მათი შემსუბუქების გზები, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს საბჭოს, მზად შეხვდეს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში არსებულ გამოწვევებს. ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიული მიზნებია:

„კანონშემოქმედებითი პროცესის ეფექტიანობის გაზრდა; მიზნის მიღწევის შედეგად კანონშემოქმედებითი პროცესი იქნება მონაწილეობითი და ინკლუზიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რეგიონის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული; აჭარის მთავრობის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება; შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭო ეფექტიანად შეასრულებს საზედამხედველო ფუნქციას, იქნება ინფორმირებული, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული მაკონტროლებელი ორგანო და ღია მმართველობის პრინციპების დაცვით ეფექტიანად გამოიყენებს არსებულ საზედამხედველო ბერკეტებს; ორგანიზაციული სისტემის გაძლიერება; აჭარის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფილი იქნება ძლიერი ორგანიზაციული სისტემებით, გამართული სტრუქტურით, მკაფიოდ გაწერილი ორგანიზაციული პროცედურებით, პროცესებითა და სათანადო კომპეტენციებით. ეს ხელს შეუწყობს საბჭოს ძირითადი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებას და შექმნის ინსტიტუციურ მეხსიერებას.

საკომუნიკაციო სტრატეგია ძირითადად ორიენტირებულია საბჭოს წარმომადგენლობით ფუნქციის გაძლიერებისკენ, მათ შორის, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდასა და საბჭოს ავტორიტეტის გამყარებისკენ. საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზნებია: საბჭოს შიგნით ინფორმაციის უწყვეტი ციკლის უზრუნველყოფა და შიდა ორგანიზაციული კულტურის შექმნა; მიზნის მიღწევის შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოს ექნება გამართული შიდა საკომუნიკაციო სისტემა და ძლიერი კორპორაციული კულტურა, რაც უზრუნველყოფს სათანადო ინფორმირებულობას და საბჭოს ძირითადი საქმიანობის ეფექტიან შესრულებას; ინკლუზიური გარე საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება; აჭარის უმაღლესი საბჭო განახორციელებს შედეგზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და სეგმენტირებულ კომუნიკაციას სხვადასხვა მხარესთან, აქტიურად გამოიყენებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, უზრუნველყოფს ღიაობას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ანგარიშვალდებულებას; საბჭოს რეპუტაციის ამაღლება; მიზნის მიღწევის შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩამოუყალიბდება პოზიტიური იმიჯი და ძლიერი რეპუტაცია, ცნობადობის გაზრდისა და საბჭოს საქმიანობის, ჩართულობის მექანიზმების, დაგეგმილი და შესრულებული აქტივობების პოპულარიზაციის გზით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარება და სტრატეგიული დაგეგმარება ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს