გორის მერის მოადგილე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გენადი ბესტაევის მდგომარეობა გაუმჯობესდეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილის განცხადებით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდა გენადი ბესტაევის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის ახლა კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ვიცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. სამწუხაროა, რომ უკანონო დაკავებები ამ დრომდე გრძელდება, რაც რიგ შემთხვევებში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლესაც კი. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით ოჯახს მხარში. იმედს გამოვთქვამ, რომ გენადი ბესტაევი გამოჯანმრთელდება და მსგავსი შემთხვევები მომავალში მაინც აღარ მოხდება“ , - აცხადებს თამაზ შიოშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერის მოადგილე გენადი ბესტაევის დას ნაირა გუდაძეს შეხვდა და პროდუქტი ჩაუტანა.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გადმოიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა