ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა საერთაშორისო დღეს 50 ახალგაზრდა დააჯილდოვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხარტიშვილმა და რექტორის მოადგილემ, ანზორ ბერიძემ ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.

"ღონისძიებაზე სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, მოხალისეობრივი საქმიანობისთვის, სტუდენტური ცხოვრების პოპულარიზაციისათვის, სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 50 სტუდენტი დაჯილდოვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები