ვლადიმერ ფესენკო - რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას, რაც ახლა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და შავ ზღვაზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ

უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საკმაოდ მასშტაბურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯან-სომხეთს შორის. მართალია ვითარება თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ რთულია იმის თქმა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობა შენარჩუნდება, რადგან ოფიციალურმა ერევანმა დახმარებისთვის კრემლს მიმართა.

ახლა რა ვითარებაა დონბასში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უკრაინა-რუსეთის საზღვართან თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას კვლავ ახდენს?

- როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ისე ახლაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი ახდენს თავისი ძალების მობილიზებას. ახლა ეს სხვა ფორმებით ხდება, მაგრამ ეს გახლავთ დაძაბულობის მთავარი ფაქტორი, რაც ბუნებრივია იწვევს შეშფოთებას არა მარტო უკრაინაში.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალები მობილიზება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომის თვეებში, სექტემბერ-ოქტომბერში ხდებოდა. ეს უკავშირდებოდა რუსულ სამხედრო სწავლებებს ჩრდილოეთ კავკასიაში და უკრაინის საზღვრებთან. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის ხარისხი სტაბილურად საყმოდ მაღალია.

უკრაინის საზღვრებზე ახლა რუსული სამხედრო ძალების საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დგას. ახლა საუბარია არა დონბასთან სიახლოვეს არსებულ ტერიტორიებზე, არამედ უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე. თუ მათ რაოდენობას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად გახლავთ შეშფოთების საბაბი

ახლა ჩვენ საზღვრებთან რუსეთის გააქტიურებას თავისი თავისებურებები აქვს. ახლა საუბარია არა მათი რიცხოვნობის გაზრდაზე, არამედ მათივე პოზიციებზე მათი ყოფნის კიდევ უთრო გაძლიერებაზე. ყველა ქვედანაყოფები, რომლებიც რუსულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობენ, თავისი დისლოკაციის ადგილებს კი არ დამბრუნებიან, არამედ მათი დიდი ნაწილი ჩვენს საზღვრებთან დარჩა.

უკრაინის საზღვრებზე ახლა რუსული სამხედრო ძალების საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დგას. ახლა საუბარია არა დონბასთან სიახლოვეს არსებულ ტერიტორიებზე, არამედ უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე. თუ მათ რაოდენობას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად გახლავთ შეშფოთების საბაბი.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების 100 ათასით გაზრდის შესახებ ინფორმაცია ამერიკელებისგან მიიღო.

ამას მოჰყვა ერთი მხრივ ვაშინგტონის, ხოლო მეორე მხრივ ლონდონისა და პარიზის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინას გასაჭირში არ დატოვებენ. ყველაფერი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- დასავლეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებები გვაგონებს იმ ვითარებას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე იყო. ამ განცხადებების ადრესატი ზელენსკიზე მეტად პრეზიდენტი პუტინი იყო. ამ განცხადებებით უკრაინის პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ მათ ქვეყნებს უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები აქვთ.

უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის განცხადებები პუტინისთვის უნდა ყოფილიყო გზავნილი, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ სამხედრო ავანტიურას დაიწყებდა, კიევს მისი დასავლელი პარტნიორების თანადგომის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის განცხადებები პუტინისთვის უნდა ყოფილიყო გზავნილი, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ სამხედრო ავანტიურას დაიწყებდა, კიევს მისი დასავლელი პარტნიორების თანადგომის იმედი შეიძლება ჰქონდეს

ეს განცხადებები გარკვეულ წილად გახლდათ პუტინის შეკავების თავისებური ინფორმაციულ-პოლიტიკური ფორმა.

- ვიცით, რომ ეს ქვეყნების უკრაინას ეხმარებიან ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში. რამდენად ხელშესახებია უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარება ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში?

- რა თქმა უნდა, უკრაინას მისი პარტნიორები ეხმარებიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს დახმარება შეზღუდულია. საუბარი არაა ისეთ მასშტაბურ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევდა თავის ზოგიერთ მოკავშირეებს - სამხრეთ კორეას, ისრაელსა და ტაივანს, ან სხვებს.

მიუხედავად ამისა, უკრაინას პარტნიორები უწევენ სამხედრო დახმარებას. ამ თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესულია. ახლა ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მაგალითად 2014 წელს. შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლებში მაშინდელი აშშ-ს ობამას ადმინისტრაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის მიეწოდებინა ლეტალური იარაღი, მათ შორის თავდაცვისათვის საჭირო იარაღი.

ახლაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები იარაღის მოწოდებაში, მაგრამ უკრაინამ აშშ-საგან მიიღო ჯაველინები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. თურქეთმა უკრაინას მიაწოდა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები. უკრაინამ ისინი უკვე საკმაოდ წარმატებით და ეფექტურად გამოიყენა, რაზეც მოსკოვმა საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოხატა. უკრაინა იღებს სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან, მართალია შეზღუდულად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი უკრაინისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

უკრაინისთვის პარტნიორების დახმარება სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო სფეროში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ალიანსთან. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით იყოს უფრო ძლიერი.

უკრაინისთვის პარტნიორების დახმარება სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო სფეროში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ალიანსთან. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით იყოს უფრო ძლიერი

უკრაინელი სამხედრომოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების სამხედროებისგან სწავლობენ თანამშრომლობას და ტაქტიკურ სწავლებებშიც იმაღლებენ მზადყოფნას. რეგულარულად ტარდება ნატო-ს ქვეყნებთან სამხედრო სწავლებები, როგორც ხმელეთზე, ისე სამხედრო-საზღვაო ძალების. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიის შეჩერება.

- სწორად გავიგე - ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად დღეისათვის უკრაინული სამხედრო ძალები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან?

- დიახ ასეა. იმასთან შედარებით რაც 2014-2015 წლებში იყო, სწორედ ასეა. უკრაინის ბრძოლისუნარიანობა გაზრდილია. არ გახლავართ სამხედრო სფეროს ექსპერტი რომ უკრაინის სამხედრო ძალების მდგომარეობა შევაფასო, მაგრამ ვენდობი ამ სფეროში ჩემი უკრაინელი კოლეგების აზრს, რომელთა აზრითაც, ამ თვალსაზრისით უკრაინის სამხედრო ძალებში ახლა ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რუსეთთან ომის პირველ წლებში იყო.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის გარკვეულ ძალებში გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაში, ასევე სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის უზრუნველყოფის თემებში, მაგრამ ამაზე მუშაობა გრძელდება.

- პენტაგონმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე აშშ ისე იმოქმედებს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ვიცით, რომ ბრიტანელები უკრაინისათვის სამხედრო ხომალდებს ააშენებენ, რომელთა ღირებულება 1, 6 მილიარდი ევრო იქნება. ვიცით, რომ შავ ზღვაზე გააქტიურებულია ნატო.

უკრაინის უსაფრთხოების თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის შავ ზღვაზე არსებულ ვითარებას?

- ვითარება შავ ზღავზე მარტივად არ გამოიყურება. სიტუაციის გაუარესება შავ ზღვაზე უკრაინისთვის 2018 წელს პრეზიდენტ პოროშენკოს დროს დაიწყო. შარშანდელთან შედარებით ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია.

რუსეთს პრაქტიკულად ბლოკირებული აქვს უკრაინისთვის ქერჩის ყურე, აზოვის ზღვის აკვატორია. არის საფრთხე, რომ რუსეთმა უკრაინის აკვატორია კიდევ უფრო შეავიწროოს, მათ შორის ოდესისკენ მიმავალი ფარვატერი. ამის საფრთხე დიდია.

რუსეთს პრაქტიკულად ბლოკირებული აქვს უკრაინისთვის ქერჩის ყურე, აზოვის ზღვის აკვატორია. არის საფრთხე, რომ რუსეთმა უკრაინის აკვატორია კიდევ უფრო შეავიწროოს, მათ შორის ოდესისკენ მიმავალი ფარვატერი. ამის საფრთხე დიდია

შავ ზღვაში გრძელდება ბრძოლა ყირიმისა და უკრაინის ტერიტორიული წყლებისათვის. ამიტომ ამბობენ აშშ და ბრიტანელები რომ მათ აქვთ უფლება შავ ზღვაში გადაადგილდნენ. ამის ფონზე რუსეთი ცდილობს შავ ზღვაზე გააფართოოს თავისი პირდაპირი კონტროლის ზონა.

შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ახლა შავ ზღვაზე ხდება ნერვების ომია რომელიც მიმართულია როგორც უკრაინის, ისე ნატო-ს წინააღმდეგ.

ის რაც ახლა შავ ზღვაზე ხდება ნერვების ომია რომელიც მიმართულია როგორც უკრაინის, ისე ნატო-ს წინააღმდეგ

- ჯერ იყო რუსულმა სამოქალაქო თვითმფრინავებმა ბელარუსში ჩაიყვანეს მიგრანტები, შემდეგ ბელარუსმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მიგრანტები პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე აღმოჩენილიყვნენ და ამ ორ ქვეყანას შორის კრიზისული ვითარება შექმნილიყო.

ამ ფონზე ცინიკურად გაიჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს ევროკავშირს მიგრანტების პრობლემის გადაწყვეტაში. ფაქტია, რომ რუსეთი ქმნის პრობლემას და შემდეგ გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მის გადაწყვეტაში, თან ისე, რომ ამისგან სარგებელი მიიღოს.

აზერბაიჯან-სომხური დაპირისპირების ფონზე ერევანმა სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის კრემლს მიმართა. ვითარებაში, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არასასურველი სცენარით მოვლენათა განვითარებას ვადევნებთ თვალს.

პოლონეთსა და ბელარუს შორის საზღვარზე პრობლემის შექმნით რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის უკრაინასთან აგრესიისთვის ემზადება და ცდილობს თუ ასე მოხდა, პოლონეთმა და ევროკავშირმა უკრაინისთვის ვერ მოიცალოს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს?

- იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების შექმნაში საკვანძო როლს არ თამაშობს, ჩემი აზრით, რეალისტები უნდა ვიყოთ, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე პრობლემის შექმნით რუსეთი არა იმდენად პოლონეთის, არამედ უკრაინასთან დაკავშირებული თემებიდან ევროკავშირისა და მთლიანად დასავლეთის გამოთიშვას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

არა მგონია, რომ ახლა რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული სამხედრო ძალების დაზვერვა. ასე რომ იყოს, უკრაინის საზღვრებთან 2-3 ჯერ მეტი რუსული დაჯგუფებები უნდა იყოს თავმოყრილი, ვიდრე ახლაა.

არა მგონია, რომ ახლა რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული სამხედრო ძალების დაზვერვა. ასე რომ იყოს, უკრაინის საზღვრებთან 2-3 ჯერ მეტი რუსული დაჯგუფებები უნდა იყოს თავმოყრილი, ვიდრე ახლაა

მიუხედავად ამისა რისკები მაინც არსებობს. ჰიბრიდული ომის ახალი ეტაპზე მაინც არსებობს ჩვენს საზღვრებზე ან დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობით პროვოკაციების მოწყობის ალბათობა, და ეს შესაძლებელია.

მაგრამ, არსებობს მეორე უფრო რეალისტური სცენარი - ახლა რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას. კრემლი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისით გამოიწვიოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი. თუ ქვეყანაში ენერგეტიკულმა კრიზისმა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რუსეთს შეუძლია ამით ისარგებლოს.

რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას. კრემლი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისით გამოიწვიოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი. თუ ქვეყანაში ენერგეტიკულმა კრიზისმა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რუსეთს შეუძლია ამით ისარგებლოს

რუსეთი შეეცდება თავისი „მშვიდობისმყოფელების“ შეყვანას უკრაინის ცალკეულ რეგიონებში. საუბარია იმაზე, რომ ამგვარი ნაბიჯები რუსეთმა შეიძლება გადადგას არა მარტო დონბასის რაიონებში, არამედ უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის იმ რაიონებში, რომლებიც რუსულენოვან რაიონებად ითვლება.

მე არ ვამტკიცებ, რომ ასე ნამდვილად იქნება, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარით იმოქმედოს.

- უკრაინისთვის ენერგეტიკული პრობლემების შექმნის რუსულ გეგმებს ხომ არ უკავშირდება ის, რომ გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გაზსადენის ლიცენზირების პროცესის შეაჩერა?

გვახსოვს, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაში ფარგლებში რუსეთი გერმანიას დაჰპირდა რომ უკრაინას ენერგეტიკული პრობლემები არ შეექმნებოდა...

- უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო სწავლებები და სხვა ტიპის აქტივობები სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მხრიდან დასავლეთზე ზეწოლის გამოვლინება. ამის ნაწილია ისიც, რომ რუსეთი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევას არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის ქვეყნებში. ფაქტია, რომ ახლა თავად ევროპაშია ურთულესი ენერგეტიკულ კრიზისი. ამ კრიზისის ავტორი რუსეთია. ამ ფორმით ცდილობს რუსეთი ევროპაზე ზეწოლას.

მიგრანტების ომიც რუსული საგარეო პოლიტიკის ნაწილია. მიგრანტების პრობლემით რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ერთიანობისთვის პრობლემების შექმნას. ცდილობს გააღრმაოს წინააღმდეგობები გერმანიასა და პოლონეთს შორის.

მიგრანტების პრობლემით რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ერთიანობისთვის პრობლემების შექმნას. ცდილობს გააღრმაოს წინააღმდეგობები გერმანიასა და პოლონეთს შორის

ახლა რაც ხდება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე იმის გამეორებაა, რაც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა მიგრანტებთან დაკავშირებით თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ევროპის კიდევ რიგ ქვეყნებში.

ახლა იგივე ხდება ბელარუსის მონაწილეობით. ასეთი მოქმედებით პუტინი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ევროკავშირთან ურთიერთობების დასალაგებლად ლუკაშენკოს ყველა გზას უჭრის, ხოლო მეორე მხრივ იძულებულ ხდის ლუკაშენკოს კრემლის პირობებს დათანხმდეს. შემთხვევითი სულაც არ ყოფილა ის, რომ ამ მოვლენების ფონზე ლუკაშენკო დათანხმდა ბელარუსმა რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფო შექმნას და ეს პროცესი ბოლო სტადიაზე გადავიდეს.

- რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის კიდევ რა ფორმები შეიძლება გამოიყენოს?

- არ ღირს საჯაროდ ამ თემების განხილვა. არაა გამორიცხული უნებლიეთ ოპონენტებისთვის ისეთი რამის კარნახი გამოგვივიდეს, რაზეც მათ არ უფიქრიათ.

- თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას დაიწყებს, ბევრი არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაჩქარდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. თქვენც ასე თვლით?

- არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე სწრაფად და მარტივად იქნება. გამოცდილებამ გვანახა, რამდენად მეტად ახდენს რუსეთი ზეწოლას უკრაინაზე, მათ შორის ძალის გამოყენებით, მით უფრო მეტად უბიძგებს უკრაინას გადადგას დასავლეთისა და ნატო-ს მიმართულებით.

კრემლში ძალიან უკმაყოფილო არიან იმით, რომ უკრაინა ანტირუსულ პოლიტიკას აწარმოებს. მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ომს აწარმოებს დონბასში, ახლა ცდილობს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევას, გასაკვირი ისაა, თუ რატომ უკვირს რუსეთს უკრაინაში პროდასავლური განწყობების არსებობა და ოფიციალური კიევის მიერ პროევროპული და პრონატოური პოლიტიკის გატარება?

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში უკრაინაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად კრიტიკულია. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ნატოსთან.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ნატოსთან

თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო დიდი ომი, სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინას ალიანსში სწრაფად მიიღებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორაზროვანი პოზიცია აქვთ.

ერთი მხრივ, გერმანია, მერკელის მმართველობისას რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის თემებით, მათ შორის სწორედ უკრაინის გამო ეკონომიკური სანქციებით ახერხებდა შეეჩერებინა რუსეთი რომ მას უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომი არ დაეწყო.

მაგრამ, მეორე მხრივ, გერმანია ძალიან ხშირად მიდიოდა რუსეთთან დათმობებზე. მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში, კერძოდ, გაზის ტრანსპორტირების საკითხებში, ვგულისხმობ გაზის ორ ნაკადს, განსაკუთრებით „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს.

იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინა-ევროკავშირ, აშშ-უკრაინასა და უკრაინა-ნატოს შორის ურთიერთობები რუსული სცენარით არ განვითარდება

გვახსოვს გერმანიის პოზიცია უკრაინისა და საქართველოსათვის მაპი-ს მინიჭებასთან დაკავშირებით. როგორც 2008 წელს, ისე ახლაც გერმანია და საფრანგეთი ბლოკავენ ამ თემაზე ნატო-ს გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ამას წინათ ნატო-ს გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, სამწუხაროდ, ამ საკითხზე ნატო-ში კონსენსუსი არაა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინა-ევროკავშირ, აშშ-უკრაინასა და უკრაინა-ნატოს შორის ურთიერთობები რუსული სცენარით არ განვითარდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო