ელკორ საქართველო VMware Cloud Provider Aggregator-ის პროგრამას უერთდება

ელკორის ჰოლდინგმა VMware, Inc.-ს თან ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და «Aggregator» ოფიციალური სტატუსი მიიღო. VMware, Inc., პროგრამული უზრუნველყოფის ვირტუალიზაციის უმსხვილესი დეველოპერია, რომელიც მოიცავს პროგრამებისა და აპლიკაციების მოდერნიზაციას, ასევე ღრუბლოვანი გამოთვლების, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და ციფრულ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

ბრენდის კომპანიის პორტფოლიოში შემატებით ჰოლდინგის ყველა წევრს მათ შორის Elcore საქართველოს მიეცა საშუალება VMware Partner Connect პროგრამაში ჩართულ პარტნიორებს დამატებით შესთავაზოს Vmware სხვდასხვა სერვისები მათ შორის საიჯარო მოდელებზე და Managed services ეკოსისტემებზე.

„კომპანია ელკორი დსთ-ს ბაზარზე შევიდა ინოვაციური პროდუქტით, რომელიც საინტერესოა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ღრუბლოვანი სერვისების, ჰოსტინგის, აპლიკაციების, ინტერნეტ სერვისებისა და სხვადასხვა პლატფორმების მომსახურების მიმწოდებლებისთვის. VMware-ის პარტნიორი პროგრამის დახმარებით სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ უზრუნველყონ ისეთი ჰიბრიდულ ღრუბლოვანი მომხასურების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ კლიენტებს სრულიად გამჭირვალედ და მაქსიმალური დატვირთვით აწარმოონ მონაცემთა დამუშავება ღრუბელში იმავე VMware პროდუქტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებსაც მანამდე ლოკალურ სივრცეში იყენებდნენ."- განაცხადა ჰოლდინგის დირექტორმა.

კომპანია ელკორი მზადაა პარტნიორებს გაუწიოს სრული ტექნიკური მხარდაჭერა, შესთავაზოს ციფრული გადაწყვეტილებების სწრაფი და ფართო სპექტრი, შესაბამისი სერტიფიცირების მქონე პერსონალის კვალიფიციური მომსახურება და სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

კომპანია Elcore Distribution-ის შესახებ

კომპანია Elcore Distribution შეიქმნა 2006 წელს და დღეს დღეობით წარმატებით მოღვაწეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, სომხეთში და ა.შ. Elcore Distribution - Wellcare Group holding ნაწილია, რომელიც სთავაზობს თავის მომხმარებელს - ეფექტური გადაწყვეტილებების, მაღალი ხარისხის პროდუქტების, სფეროს წამყვანი ექსპერტების კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერის და საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურების უნიკალურ კომბინაციას. მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობით, Elcore Distribution-ს შეუძლია შესთავაზოს ბაზარს ნებისმიერი სირთულის უნიკალური ინტეგრირებული IT გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა საჭიროებების ზედმიწევნით დაკმაყოფილებას. კომპანიის პარტნიორები არიან ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Cisco, Hitachi Vanterra, Microsoft, Amazon Web Services, Google Cloud, Trend Micro, Nakivo, GTB Technologies,Tripp Lite, Dell, EMC, Acer, HP, Schneider Electric, Lenovo, Bosch,Polycom, Philips, Xiaomi, Honor, Deerma, Xiaomi Eco, Tecno mobiles და სხვები.

Vmware კომპანიის შესახებ

კომპანიაVMware პროგრამული უზრუნველყოფა რთული და კომპლექსური ციფრული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ახდენს მსოფლიოში.კომპანიის მიერ შეთავაზებული ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, აპლიკაციების მოდერნიზაციისთვის საჭირო პროდუქტები, ქსელი, უსაფრთხოება და ორგანიზებული ციფრული სამუშაო გარემო, სრულად უზრუნველყოფს ნებისმიერი პროგრამის მუშაობას ნებისმიერ ღრუბელში, ნებისმიერ მოწყობილობაზე. კომპანია VMware სათაო ოფისი მდებარეობს Palo Alto-ში, California. VMware ერთგულია თავისი პრინციპების - იყოს საჭირო, მოთხოვნადი საქმიანობის ყველა ასპექტში დაწყებული ტექნოლოგიური ინოვაციიდან გლობალურ გავლენამდე.

geo.office@elcoregroup

(R)

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები