„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში სოფლებში - ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. აქტივობები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 53-მა მოქალაქემ გაიკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა