ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რის გამოც გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ „ინტრპრესნიუსს“ განუცხადეს, შუალედური არჩევნები სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.

„ვინაიდან აღნიშნული დეპუტატი მაჟორიტარული წესით იყო არჩეული, აუცილებელია შუალედური არჩევნები ჩატარდეს. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ დადგენილი წესით, შუალედური არჩევნები ტარდება. თუ საკრებულოს წევრს 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე უწყდება უფლებამოსილება, არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ტარდება, მაგრამ თუ საკრებულოს წევრს 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილება შეუწყდა, არჩევნები მაისში ჩატარდება“, - აცხადებს იურისტი მირზა მამულაძე.

ბათუმის საკრებულოში ახალაარჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე დღეს დილით გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მას დიაბეტური კრიზ განუვითარდა. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასზე ზეწოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ბათუმის საკრებულოს წევრებზე ზეწოლის შესახებ ვსაუბრობდით ერთი კვირის უკან! ნუგზარ ფუტკარაძე, გამარჯვებული მაჟორიტარი ენმ-დან მოულოდნელად გარდაიცვალა ამ დილით! ოჯახის გარეშე რა თქმა უნდა დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს არის გასული და მათთვის ადამიანის სიცოცხლე უკვე აღარაფერს ნიშნავს! დაველოდოთ მოვლენებს, აღარ ვიმუქრებით...სიცხადეში აგისრულებთ ყოველივეს",- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 14 მანდატი ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ 16, დამოუკიდებელი დეპუტარია 1, „გახარია-საქართველოსთვის“ 2 წევრითაა წარმოდგენილი, „ლელო-საქართველოსთვის“ კი 1 წევრით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა