ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყო.

„დღეის მდგომარეობით სოფელ ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებეტის სიმცირს გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში სოფლისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა.

შედეგად, ბულაჩაურს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს