ზუგდიდის იმუნიზაციის ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გაზარდა იმუნიზაციის ტემპი.

დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება, რაც საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობაა წინა თვეებთან შედარებით.

ცნობისთვის, მთავრობის ინიციატივით, პენსიონერები აცრის შემთხვევაში ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტია, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხდება. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს