გორის მერიის ინფორმაციით, სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 488 000 ლარით იზრდება

გორის მერიის ინფორმაციით, სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 488 000 ლარით იზრდება.

ცვლილებების პაკეტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა.

გორის მერიიც ცნობით, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში 2022 წელს ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარებების დაფინანსება პროგრამის ზოგიერთი მუხლით მოსარგებლეთათვის 50, 100 და ზოგ შემთხვევაში 200 ლარით გაიზრდება.

„მერიის მიერ მომზადებული პაკეტით 200 ლარით გაიზრდება და 300-ის ნაცვლად 500 ლარი გახდება: ონკოლოგიური პაციენტების კვლევის დაფინანსება; ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების დაფინანსება.

ამასთან, სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე;

მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში 100-დან 200 ლარამდეა; სოციალურად დაუცველი ოჯახების (150 000 ქულამდე) დახმარება მე-3 შვილის შეძენისას 200-დან 300 ლარამდე; ოთხშვილიანი ოჯახების ყოველწლიური დახმარება 400-დან 500 ლარამდე; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300-დან 400 ლარამდე;

გარდა ამისა, 50 ლარით იზრდება: მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა 100-იდან 150 ლარამდე; პრობაციონერების დახმარება 250-დან 300 ლარამდე; უსინათლოების დახმარება კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე; სმენადაქვეითებულების დახმარება 200-დან 250 ლარამდე;

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დაფინანსება მთლიანად 2 524 100 ლარითაა განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 488 000 ლარით მეტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება