"არქის" ჰოუმ ოფისი გლდანში გაიხსნა

"არქის" კიდევ ერთი ჰოუმ ოფისი, გლდანში, ბოჭორიშვილის N3-ში გაიხსნა. მომხმარებლების მხრიდან მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ეს უკვე "არქის" რიგით მეოთხე ჰოუმ ოფისია. კომპანიისთვის ეს არის სივრცე, სადაც მომავალ და არსებულ არქელებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული მომსახურება, შეიძინონ მათი საოცნებო სახლი, ოფისიდან გაუსვლელად ისარგებლონ რეესტრის სერვისით და ყველა იმ მომსახურებით, რასაც კომპანია არქელებს ბინის შეძენის შემდგომ სთავაზობს.

"არქის" მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, ჰოუმ ოფისის „სახლური“ ინტერიერის კონცეფციაც სწორედ იმ იდეით არის შექმნილი, რომ ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდეთ მყუდრო, თბილი გარემო, მათზე მორგებული საუკეთესო სერვისი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ჰოუმ ოფისი, რომელიც არქი გლდანი 3-ის შენობაში მდებარეობს, გამოირჩევა გლდანში საუკეთესო ადგილ-მდებარეობით, მეტროდან 5 წუთის სავალზე.

“გლდანის ახალი ჰოუმ ოფისი "არქის" რიგით მეოთხე ოფისს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტული საცხოვრებელი გარემო და ამავდროულად ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ყველა ადამიანისთვის, ვისაც საოცნებო სახლის შეძენა სურს. "არქის" ახალი ჰოუმ ოფისის გახსნაც პირდაპირ ამ მიზანს ემსახურება”, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

„გლდანის ჰოუმ ოფისში ძალიან თანამედროვე, თბილი და “სახლური” გარემო შევქმენით. ჩვენი მიზანია, ოფისში მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, რასაც თანამედროვე დიზაინი, თბილი გარემო და მუდმივად მოღიმარი "არქის" მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფს“, - აცხადებს "არქის" მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

"არქის" ამჟამად თბილისის მასშტაბით ოთხი ოფისი აქვს: სათავო ოფისი ყიფშიძეზე, გალერია და ოფისი ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე და ახლა უკვე ორი ჰოუმ ოფისი ისანსა და გლდანში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა