აჭარის ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და კოვიდუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„აჭარა აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონისთვის. სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით განხორციელდება კოვიდ-რეგულაციების დაცვის კონტროლი.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსნა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ტურიზმის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა