ფრიდონ ინჯია თეა ახვლედიანს - ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით თქვენ ვერ ასრულებთ სახელმწიფო მინისტრის ფუნქციას, რასაც ჰქვია შერიგების მინისტრი

ქალბატონო თეა, მიუხედავად ჩემი სიმპათიისა თქვენს მიმართ, თქვენ ვერ ასრულებთ სახელმწიფო მინისტრის ფუნქციას, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, რასაც ჰქვია შერიგების მინისტრი. სანამ ოკუპაციის კანონი არსებობს ამ ფორმით მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურა საერთოდ ზედმეტია და გასაუქმებელია, გარდა თანასწორობის საკითხებისა, სადაც, მე მგონი, თქვენ საკმაოდ კარგად მუშაობთ, რომელიც ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მეორადია, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, იგი მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგების მიმართულებით, თუ მას ამ კუთხით მნიშვნელოვანი გეგმები ექნება.

„თუ თქვენ რამეს მოიფიქრებთ და გექნებათ მნიშვნელოვანი გეგმები შერიგების თვალსაზრისით, ჩათვალეთ, რომ მე ვიქნები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ინტერესების დამცველი და მათი ხმა საქართველოს პარლამენტში, რადგანაც მათთან ძმობა და მეგობრობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისი თქმით, ოკუპაციის კანონი, რომლის შექმნაში ლომის წილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და გასაუქმებელია ან ძირეულად შესაცვლელი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ