იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

"პატიმარი მიხეილ სააკაშვილი #12-ე დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ესაჭიროებოდა, მას მიეწოდა, მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტულობასა და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისადმი.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრომერკანტილური, პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებისას სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უპირობო ერთგულებისა იმ იდეალებისადმი, რომლისთვისაც ათეული წლების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში“,-აღნიშნავს ბრეგაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ, ღამე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი