მიხეილ დაუშვილი დავით ზალკალიანს - თუ გავიხსენებთ 5 ივლისის მოვლენებს, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებს, ეს ყველაფერი გვაახლოებს დასავლეთთან?

თუ გავიხსენებთ, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს - როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ამ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და გვაახლოებს დასავლეთთან? - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში უსმენენ.

დაუშვილი ასევე დაინტერესდა, როგორია საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიცია 3+3 შეთანხმებაზე და რა რისკებს შეიცავს ეს ფორმატი საქართველოსთვის.

„ბევრი ისაუბრეთ ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც ევროპასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ყველაფერი გვჭირდება, სწორია, კარგია და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, მაგრამ მაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორ ხედავთ და ეს როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას თუ გავიხსენებთ, თუ გავიხსენებთ სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ შეგვეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ამ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და გვაახლოებს დასავლეთთან? მეორე - ნათელი და ცალსახა პასუხი მინდა გთხოვოთ 3+3 შეთანხმებაზე როგორია თქვენი ხედვა, რა რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი საქართველოსთვის და თუ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ამ შეთანხმებაში რაიმე ფორმით მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის არის სრულად მიუღებელი“, - განაცხადა დაუშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ