დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, საქართველოს შეუძლია ამ ფორმატზე უარის თქმა, მაგრამ ეს ყოვლად დაუშვებელი იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ, მაგრამ ეს არ შეიძლება, ყოვლად დაუშვებელია. ახალი ფორმატის დაფუძნება ურთულესი თემაა. დღევანდელ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა სწრაფად, მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე, სადაც არის ომი, პირდაპირი დაპირისპირება. იგივე უკრაინის შემთხვევა რომ ავიღოთ, დაფუძნებული აქვთ ფორმატები, იგივე მინსკის, ნორმანდიის ფორმატი, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია პანდემიის დაწყებიდან, ამ ფორმატის განახლება ვერ მოხერხდა. ჟენევის ფორმატს აქვს თავისი დაუსრულებელი მისია. 3 ფუნდამენტს ეყრდობა, ერთი არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთს შესრულებული არ აქვს, მეორე არის ძალის არგამოყენების ვალდებულება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და მესამე-იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. თუ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, გამოდის, რომ სხვის თამაშს ვთამაშობთ. იმ ნარატივის დაბრუნებაში ვეხმარებით, რაც მათ უნდათ. ამიტომ, ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ პოლიტიკურად ჟენევის ფორმატს, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერი გახდეს და მეტი კონკრეტული შედეგი მივიღოთ“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა