დავით ზალკალიანი - რუსეთის სატელევიზიო არხზე ქართული დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაგირება მქონდა - არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებთ!

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გასული სიუჟეტის გამო, სადაც ქართული დროშა ფეხქვეშ გათელეს, მას უმწვავესი რეაგირება ჰქონდა. ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, „უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში“ განახორციელა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს საქართველოს მტკიცე პროტესტი გადასცა.

„რუსეთის სატელევიზიო არხზე ქართული დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაგირება მქონდა. მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებში კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გვაქვს. მე შევხვდი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს, რომელიც იყო ჩვენთან და გადავეცი ჩვენი მტკიცე პროტესტი, რომელიც თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაციას გადასცემს. ეს არის ის უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში, რაც მსგავს შემთხვევაში ხორციელდება. მე ეს გავაკეთე. მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელია ასეთი რამ და არცერთ ასეთ, მსგავს შემთხვევას არ დავტოვებთ ყურადღების მიღმა და არ გავატარებთ!“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი საგარეო საქმეთა მინისტრისგან დაინტერესდა რა რეაგირება მოახდინა უწყებამ ერთ-ერთი რუსული არხის მიერ გადაღებულ სიუჟეტზე, სადაც ქართულ დროშას ფეხით გადაუარეს.

„ჩემი პირველი კითხვა ეხება იმ სიუჟეტს, რომელიც ყველამ ვიხილეთ რუსეთის ერთ-ერთ არხზე, სადაც საქართველოს დროშა ფეხქვეშ ჰქონდათ გაფენილი. მაინტერესებს რა რეაგირება ჰქონდა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა რეაგირება გატარდა“, - მიმართა კითხვით იოსელიანმა ზალკალიანს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ზალკალიანი - რუსეთის სატელევიზიო არხზე ქართული დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაგირება მქონდა - არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებთ!

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გასული სიუჟეტის გამო, სადაც ქართული დროშა ფეხქვეშ გათელეს, მას უმწვავესი რეაგირება ჰქონდა. ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, „უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში“ განახორციელა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს საქართველოს მტკიცე პროტესტი გადასცა.

„რუსეთის სატელევიზიო არხზე ქართული დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაგირება მქონდა. მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებში კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გვაქვს. მე შევხვდი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს, რომელიც იყო ჩვენთან და გადავეცი ჩვენი მტკიცე პროტესტი, რომელიც თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაციას გადასცემს. ეს არის ის უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში, რაც მსგავს შემთხვევაში ხორციელდება. მე ეს გავაკეთე. მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელია ასეთი რამ და არცერთ ასეთ, მსგავს შემთხვევას არ დავტოვებთ ყურადღების მიღმა და არ გავატარებთ!“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი საგარეო საქმეთა მინისტრისგან დაინტერესდა რა რეაგირება მოახდინა უწყებამ ერთ-ერთი რუსული არხის მიერ გადაღებულ სიუჟეტზე, სადაც ქართულ დროშას ფეხით გადაუარეს.

„ჩემი პირველი კითხვა ეხება იმ სიუჟეტს, რომელიც ყველამ ვიხილეთ რუსეთის ერთ-ერთ არხზე, სადაც საქართველოს დროშა ფეხქვეშ ჰქონდათ გაფენილი. მაინტერესებს რა რეაგირება ჰქონდა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა რეაგირება გატარდა“, - მიმართა კითხვით იოსელიანმა ზალკალიანს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი