ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა

ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მეორე ეტაპზე, სოფელში 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 554 000 ლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყონ.

„ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოვაწყვეთ. ახლა უკვე სოფლის მოსახლეობა მოწესრიგებული გზით სარგებლობას შეძლებს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია