ზუგდიდში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ჭითაწყარის მონაკვეთზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























