,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მერმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 200 ლარიანი საპენსიო დანამატების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და სტატისტიკის თანახმად, დღიურად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი იცრება, გასულ თვეშიკი ეს მაჩვენებელი 15-20-ს არ აღემატებოდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც 8 ნოებრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, 60 წელს ზევით მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის გაცემას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინის გაკეთების სურვილი რამდენიმე პენსიონერმა გამოთქვა. მოქალაქეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასა და დაბა კაზრეთის პოლიკლინიკაში გაიკეთეს “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოვუწოდეთ და საქართველოს მთავრობის ინიციატივა გავაცანით, რომელიც 8 ნომებრის შემდეგ ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის მიიღებას გულისხმობს. შეხვედრაზე ამ ინიციატივამ განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და მოხარული ვარ, რომ აქ მყოფმა რამდენიმე პენსიონერმა აცრის გაკეთებაზე თანხმობაც განაცხადა. ვაქცინაციის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს შეხვედრებს კვლავ არაერთხელ მოაწყობს. ჩვენს მოქალაქეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გაიკეთონ აცრა, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და დავასრულოთ ეს პანდემია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს