სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აბაშაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის სადგურის შენობის და მიმდებარე ბაქნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში იცვლება ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები, კიბის საფეხურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს, მოეწყობა ტროტუარები, გამწვანება და პარკინგი.

„ამ ეტაპისთვის დასრულებულია ფასადების რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ბაქნისა და სახურავის მოწყობა. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს