ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ჩიხარეშის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ჩიხარეშის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მერიიდან აცნობეს, ნაცულის, მელეს, ჩიხარეშის, მარგვიშის, შკედისა და ახალშენის მოსახლეობამ, მერს ძირითად პრობლემად სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაუსახელეს.

მათივე ინფორმაციით, გია ონიანმა ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალში დაიგეგმება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და დახარისხდება პრიორიტეტების მიხედვით.

„მე მზად ვარ ჩემ თანამშრომლებთან ერთად მივიდე თითოეულ სოფელში, უშუალოდ შევხვდე მოსახლეობას, მოვისმინო მათგან ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთად დავსახოთ მათი გადაჭრის გზები“, - აღნიშნა გია ონიანმა.

ადგილობრივებს მერმა ასევე მოუწოდა მეტად იაქტიურონ, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, რათა ერთიანი ძალისხმევით მოგვარდეს ის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რაც ჩვენი რაიონის კეთილდღეობას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს