ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მუშაობას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ყოველი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით და განვითარების ტემპი, არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც წოწერიამ აღნიშნა, „იწყება პერიოდი დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები“. ამასთან, მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათ განსახორციელებლად.

,,დღეს ოფიციალურად შევუდექი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ უდიდესი ნდობის მანდატისთვის. თითოეული ჩემი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით, არა მარტო ჩემი, არამედ მერიის თითოეული თანამშრომლის, რათა განვითარების ტემპი არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

„მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი მუნიციპალიტეტებს შორის“,-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო