გიორგი ნონიაშვილი - მძიმე სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, არა ღარიბაშვილის ცარიელი პოპულიზმი, არამედ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა საჭირო

600 000-მდე სოციალურად დაუცველი გვყავს და მთელი რიგი მუნიციპალიტეტებია, სადაც ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია, ოღონდ აქედან გამოსავალი არა ეს ცარიელი პოპულიზმია, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველა რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სოციალური ფონი გაეუმჯობესებინა, მაგრამ პირიქით უკუშედეგი მივიღეთ და გვაქვს ტენდენცია, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

„ღარიბაშვილი არის ერთადერთ რამეში სწორი, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ოღონდ ეს ფონი არის განპირობებული ხელისუფლების ქმედებების გამო. 600 000-მდე სოციალურად დაუცველი გვყავს და მთელი რიგი მუნიციპალიტეტებია, სადაც ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია, ოღონდ აქედან გამოსავალი არა ეს ცარიელი პოპულიზმია, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად ბიუროკრატიის შემცირება, რომლითაც საზრდოობს „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი და ამ ფულის ადამიანების კეთილდღეობისთვის გამოყენება და მეორე მხრივ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მთლიანად, მაქსიმალურად შემცირება ყველაფრის. ეს არის გამოსავალი აქედან და ეს არ უნდა ახსენდებოდეს მმართველობის მეცხრე წელს სამწუხაროდ. ყველა რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ სოციალური ფონი გაეუმჯობესებინა, მაგრამ პირიქით უკუშედეგი მივიღეთ, ყოველწლიურად ტენდენცია გვაქვს, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს