ავთანდილ თალაკვაძე - ვიწყებთ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს

ოზურგეთის ახლად არჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე, უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. ახალ მერს ადმინისტრაციულ შენობასთან წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერიის თანამშრომლები დახვდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს და საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ვიწყებთ ჩვენი 8 - პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს. პირველ რიგში, დავიწყებთ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებას იმისთვის, რომ რესურსები მაქსიმალურად მორგებული იყოს არსებული პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო