ფოთის ახლად არჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა

ფოთის ახლად არჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოთის ახლად არჩეული მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა და ახალ მერს წარმატებები უსურვა. ბექა ვაჭარაძემ ფოთელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის გამოიყენოს.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინო.

დღეს ჩემთვის ძალიან საპასუხიმგებლო დღეა, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე მუშაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე არსებობს. შესაბამისად, დღეიდან ყოველი დღე პასუხისმგებლობით სავსე იქნება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. შევხვდი მერიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსებს. მათზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული და ერთადერთი რასაც მათგან ველი , არის რომ კეთილსინდისიერად, პროფესიონალიზმით უნდა იმუშაონ ქალაქის განვითარებაზე და ეს იქნება ერთადერთი კრიტერიუმი რითაც ისინი შეფასდებიან და დაფასდებიან ჩემთან და ქალაქთან მიმართებაში”, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა