წალენჯიხის მერი - შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო

შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო, - ამის შესახებ წალენჯიხის ახლად არჩეულმა მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, რომელიც მუშაობას დღეიდან შეუდგება.

გია ხარჩილავა მერიაში მოადგილესთან, თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი ყოფილ მერს, ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვებსა და მიმართულებებზე. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ჩვენ ნათლად ვხედავთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - ამბობს ხარჩილავა.

აღნიშნულ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა