იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისი შეუფერხებლად და კომპლექსურად უნდა განვითარდეს

ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო- ქალაქი უნდა განვითარდეს შეუფერხებლად და კომპლექსურად, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, თანაქალაქელების მიერ გამოცხადებული ნდობა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს.

,,დღეიდან, ოფიციალურად ვიწყებ მუშაობას ქუთაისის მერის პოზიციაზე, მეორე ვადით, არჩევნებში ჩემი თანაქალაქელების მიერ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ. ეს ნდობა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო - ქალაქი უნდა განვითარდეს შეუფერხებლად და კომპლექსურად. ეს მოხდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და იმ გუნდის თანადგომით, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაშია. ჩვენ უკვე ბევრი პროექტი განვახორციელეთ ერთად, კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ქუთაისის უკეთესი აწმყოსა და ხვალინდელი დღის შესაქმნელადაა აუცილებელი.

ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, - აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს