რეზო ხარაზი - შევეცდებით, რომ "ქართული ოცნება" უმცირესობაში დავტოვოთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, "საქართველოსთვის" პარტიას ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის ოპოზიციასთან კონსულტაციები არ ჰქონია.

მისი თქმით, გახარიას პარტიას საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე შესაძლოა "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები ჰქონდა.

რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ "ქართული ოცნება" უმცირესობაში დატოვოს.

"გახარიას პარტიას საკრებულოს ახალი მოწვევის ოპოზიციასთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია. ის განცხადება,რაც ვიხილეთ ჩვენთან კონსულტაციის გარეშე გაკეთდა. ნამდვილად მოულოდნელი იყო, იმ დროს, როცა ახალი საკრებულოს შეკრებასაც არ აკეთებს "ქართული ოცნება". ჩვენ არ დაგვლაპარაკებია არავინ, სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებასთან" ჰქონდა კონსულტაცია და ეს გამოჩნდება რამდენიმე დღეში ვინ, სად დგას. ჩვენ შევეცდებით, რომ "ქართული ოცნება" უმცირესობაში დავტოვოთ. ის განცხადება, რაც გახარიას პარტიამ გააკეთა, მათი მოსაზრებაა და სასურველი იქნებოდა კონსულტაცია გვქონოდა",- აცხადებს რეზო ხარაზი

ამასთან, "გახარია -საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკაკი გვიანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ პარტიას, სადაც გადამწყვეტი ხმა ექნება, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.

"ჩვენ ინდივიდუალური და ფარული მოლაპარაკებები არ გვაქვს არცერთ პარტიასთან. ეს შეთავაზება ეხება როგორც პოზიციას, ასევე მმართველ პარტიასაც",- აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს