არჩილ ჩიქოვანმა მერის რანგში პირველ სამუშაო დღეს მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერის რანგში პირველ სამუშაო დღეს არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანაქალაქელებს - ბათუმელებს. თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებითა და აქტივობით, რაც პირველ რიგში გვაკისრებს პასუხისმგებლობას ვემსახუროთ ჩვენს თანაქალაქელებს, ბათუმელებს და ბათუმის საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი დავალება და პირველი მოწოდება მოქალაქეებთან ურთიერთობის ნაწილში, იქნება მეტი გამჭვირვალობა, მათ მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების დროული განხილვა, რაზედაც უშუალო კონტროლი განხორციელდება როგორც სამსახურების ხელმძღვანელებს, ასევე პირადად ჩემი მხრიდან. ამჟამად, უმთავრესი, რაზეც ახლა ვმუშაობთ და დასკვნით ეტაპზე ვართ, არის ავარიული სახლების პრობლემა. სწრაფად უნდა დავიწყოთ პროგრამის განხორციელება და განხორციელებასთან ერთად, ვავალებ არქიტექტურის სამსახურსა და ყველა შესაბამის პასუხისმგებელ პირს, ე.წ. საბჭოური ტიპის შენობა-ნაგებობების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები იქნეს გადახედილი და ამავდროულად, ამორტიზებულ ან მილევადი ექსპლუატაციის მქონე ვადის შენობა-ნაგებობებზე, არ იქნეს გაცემული ახალი ნებართვები დაშენებებზე, აივნის მიშენებებზე, ფასადზე ჩარევებზე და ა.შ. შესაბამისი საექსპერტო კვლევებისა და დასკვნების გარეშე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ განცხადებების განხილვა, რომლებიც ბოლო პერიოდში პროგრამის დაანონსებასთან ერთად შემოვიდა. სწრაფად უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნების მიღება, მათი სისტემატიზაცია და პროგრამის შემდგომი განხორციელება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა