„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალსი“ ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, ნავსადგურში, 8 ახალგაზრდამ გაიარა ოთხთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი ნავსადგურის საქმიანობის შესახებ.

,,ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ,,ინპორტის“ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს უკვე მეხუთე წელია და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების ნავსადგურში დასაქმებას. ,,იმპორტის“ წლევანდელ პროექტში 8 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაგან 5 უკვე შეუერთდა ჩვენი გლობალური კომპანიის გუნდს, - აცხადებენ კომპანიაში.

„ინპორტის“ მონაწილის, ალექსანდრე მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ძალიან საინტერესო იყო.

,,ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თეორიული კურსის და სტაჟირების გავლა ისეთ საერთაშორისო კომპანიაში, როგორიცაა „ეიპიემ ტერმინალსი“. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნა ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდ როლს ითამაშებს“, - ამბობს ალექსანდრე მაჭავარიანი, „ინპორტის“ მონაწილე და ახლა უკვე კომპანიის თანამშრომელი.

პროგრამის მონაწილეები ნინო პატარაია და ანა ხვიჩია ახლა უკვე კომერციული გუნდის წევრები არიან, რითაც ძალიან ამაყობენ და ფიქრობენ, რომ ახალი იდეებითა და ენერგიით ისინი მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ ნავსადგურის განვითარებაში.

,,ძალიან საინტერესო, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდი გავატარეთ კომპანიაში. ვფიქრობ, იმ ღირებული გამოცდილებიდან, რომელიც აქ ყოფნისას შევიძინე, შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო როგორც კომპანიის ისე ამ ინდუსტრიის განვითარებაში“, - აცხადებს ნინო პატარაია.

ანა ხვიჩიას განცხადებით, ფოთის ნავსადგურის პორტში მუშაობა მისთვის დიდი პატივია, რადგან მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

,,ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირების პერიოდში მქონდა საშუალება ახლოს მეთანამშრომლა იმ ადამიანებთან, რომლებიც უკვე წლებია კომპანიაში მუშაობენ. ისინი პირველივე დღიდან მეხმარებოდნენ ახლოს გამეცნო პორტში მიმდინარე პროცესები. ფოთის საზღვაო ნავსადგურში დასაქმება ჩემთვის ნიშნავს ვიყო იმ კომპანიის ნაწილი, რომელიც ასრულებს ევროპის კარიბჭის როლს საერთაშორისო ვაჭრობაში და რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს ანა ხვიჩია.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას „ინპორტი“ 2017 წლიდან ახორციელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს