დუშეთის მუნიციპალიტეტში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 60 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სოფლის ამბულატორიებში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალისა და დაბა ფასანაურის ამცრელ ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე. მათ მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე დუშეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის 1 ცენტრი და 6 ამცრელი ამბულატორია ფუნქციონირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო