ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, "ქართული ოცნება" წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც არ დაუშვებენ

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაუშვებენ. ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

"ბათუმის მერი, რომელიც ყველამ იცის რა გზით არის არჩეული, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა "ქართული ოცნება" შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და "ქართული ოცნება" დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ", -აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი კირთაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა