სამშენებლო სექტორის წარმომადგენლის კობა ქათამაძის განცხადებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძირითადი პრობლემა პროფესიული განათლების არარსებობაა

„პროექტების და განვითარების მართვის ცენტრის“ დამფუძნებლის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლის კობა ქათამაძის განცხადებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძირითადი პრობლემა პროფესიული განათლების არარსებობაა.

კობა ქათამაძის განცხადებით, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველი ადამიანების უნარების შესწავლა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც პროფესიული თვალსაზრისით უნდა გადანაწილდეს.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძირითადი პრობლემა პროფესიული განათლების არ არსებობაა. ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიასთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც კადრების პრობლემას ასახელებს. მოდის პიროვნება, რომელსაც აქვს ძალა და ფიზიკური აღნაგობა, არის სოციალურად დაუცველი, აქვს ენერგია, მაგრამ მისი უნარები არის დაბალი. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ამ ადამიანებთან გასაუბრება, მათი უნარების შესწავლა და მერე განაწილება პროფესიული თვალსაზრისით, ამას კი ჩემი აზრით, სჭირდება 5-6 წელი. პრობლემა არის პროფესიულ განათლებაში, ასევე პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნაშიც. სამშენებლო სფეროს ყველა მიმართულებით სჭირდება კადრები“, - განაცხადა „მედიაცენტრი მთავარში“ ქათამაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ - მინისტრის განცხადებით, სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები უნდა იყოს შეთავაზებული.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი