გორში აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით "მადლობა მიშას” გაიმართა

გორში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით ,,მადლობა მიშას” გაიმართა. აქციის მონაწილეები „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, მათ ხელში თეთრი ქოლგები წარწერით ,,თავისუფლება მიშას”, ასევე ბანერები წარწერით ,,მადლობა” და წითელი ვარდები ეკავათ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ცვლილება მოუტანა და შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობა არ ვუთხრათ.

„გორის ჰოსპიტალთან ახლოს მისვლის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ცოტა შორიდან, მაგრამ ჩვენი სათქმელი მას ვუთხარით. ამასთან, დღეს თავისუფლების მოედანზე „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გვექნება ცოცხალი ჯაჭვი, ველოდებით მოქალაქეებს და მსურველებს”, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია იყო მადლობის გადახდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც „ეს ყველაფერი შექმნა”.

„დღევანდელი აქცია იყო მადლობის გადახდა მიხეილ სააკაშვილისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. მის შემდგომ არც არაფერი მომატებია ქვეყანას, ყველა ინსტიტუტი გაანადგურა ,,ქართულმა ოცნებამ”, ამიტომ ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ, მან ისევ ფეხზე უნდა დააყენოს ჩვენი ქვეყანა”, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა