ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი - მას შემდეგ რაც სააკაშვილი ცუდად გახდა, არ გვინახავს, ამიტომ დინამიკაში ვერ გეტყვით რა ხდება - არანაირი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას არ ვაპირებთ

ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზია მონიტორინგი. შევდივართ, რომ შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა, როგორ არის ახლა კლინიკაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრმა აიდა გოზალოვამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფს სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების მანდატი არ აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამისი მართვის რეკომენდაციას გასცემენ.

„მას შემდეგ რაც პაციენტი ცუდად გახდა არ გვინახავს, ამიტომ დინამიკაში რა ხდება ვერ გეტყვით. ჩვენ არანაირი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას არ ვაპირებთ, ჩვენი მანდატია პაციენტის მართვა, თუმცა თუ საჭირო იქნება გავცემთ რეკომენდაციებს”, - აღნიშნა აიდა გოზალოვამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში