სახალხო დამცველის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს. როგორც ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის საქმის განხილვისას უკვე იყო სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების დარღვევა.

„დღეს ჩემი ექსპერტები გაეცნობიან მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალბათ, ზოგად შეფასებებსაც გააკეთებენ მკურნალობის მიმდინარეობის თაობაზე. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, რა თქმა უნდა, პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს. თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად. ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი 3 პროცესი, სადაც მას არც ერთი ფორმით არ მიეცა დასწრების შესაძლებლობა, რაც სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების დარღვევაა. გარემოებები, რაც იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა, არ იყო სამართლებრივი, თუ რის გამოც უთხრეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი. ვფიქრობთ, იმ 3 შემთხვევაში მისი, როგორც ბრალდებულის უფლება დაირღვა, რომ პირადად დაესწროს სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა ფორმით საჯაროდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მისი შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„სამწუხაროდ, პირველი სამი განხილვისას დარღვეული იყო მის მიმართ სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. კითხვები მაქვს, რამდენად იქნება მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა, თუმცა, კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს ახლა პასუხი, უნდა გათავისუფლდეს თუ არა დროებით. ამას აქვს თავის საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ, რაზეც უფრო ზუსტ პასუხს გეტვით მას შემდეგ, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შევაფასებთ“,-განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება უცხოელი მოსამართლეების შესაძლო ჩართულობას, ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა.

„ნამდვილად არ მაქვს ახლა რეცეპტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. არ განგვიხილავს ეს საკითხი, მათ შორის უცხოელი მოსამართლეების ჩართვა როგორ შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ველოდები ამ მიმართულებით ხარვეზებს. იმედია, რომ ჩემი უარყოფითი მოლოდინი არ გამართლდება, თუმცა, პროცესს დავაკვიდრებით და ჩვენი პოზიციები გვექნება. წინ კიდევ არაერთი სასამართლო პროცესია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამ საავადმყოფოში იმყოფება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კრიტიკულ დროს ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. პატიმრის უფლების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული შენიშვნები უკვე გავეცით და გვითხრეს, რომ გამოსწორდებოდა. დღეს მოვედით იმისთვის, რომ ვნახოთ, შესრულდა თუ არა ეს ხარვეზები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი ან დისტანციური დასწრება ისე, რომ ეს პროცესი იყოს ღია და საზოგადოებას შეძლოს, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ამ პროცესს თვალი მიადევნოს. პროცესი უნდა იყოს საჯარო. ეს არის ის მოთხოვნა, რასაც სტარსბურგის სასამართლო ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ითხოვს“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო