ირაკლი ღარიბაშვილი - Land Casino-ებს არ ვეხებით - 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს

ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს - ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის.

„გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით 300 მილიონია შემოსავალი ონლაინ-კაზინოებიდან, ამიტომ, ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ-კაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთად, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორ არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული. ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ფიზიკური კაზინოების გატანა ან ერთ კონკრეტულ ადგილზე ლოკალიზება, პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობას ამგვარი გეგმა არ აქვს.

„მთავრობა არ გეგმავს ე.წ Land Casino-ების გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს. ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ. Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ირაკლი ღარიბაშვილი - Land Casino-ებს არ ვეხებით - 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს

ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს - ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის.

„გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით 300 მილიონია შემოსავალი ონლაინ-კაზინოებიდან, ამიტომ, ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ-კაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთად, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორ არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული. ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ფიზიკური კაზინოების გატანა ან ერთ კონკრეტულ ადგილზე ლოკალიზება, პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობას ამგვარი გეგმა არ აქვს.

„მთავრობა არ გეგმავს ე.წ Land Casino-ების გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს. ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ. Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის