„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 24 ნოემბრიდან, ზღუდავს ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის უჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტს.
არსებულ ვითარებაში „ჯივიპი“ მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას.
აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. რაც შეეხება რუთავის წყლის მომხმარებლებს, მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად.
დისტანციური მომსახურებისთვის ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.