გიორგი კირთაძე - ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განაცხადეს. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

„ყველამ კარგად იცით, რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. „ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავიდა, 19 წევრი ოპოზიციამ და 16 კი „ქართულმა ოცნებამ" გაიყვანა. ამის შემდეგ ღარიბაშვილისა და კობახიძის ვიზიტი იყო ბათუმში და დაგვიანონსეს, რომ „ქართულ ოცნებას" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდა. გაცხადებულად პირდაპირ ნიშნავდა, რომ საკრებულოს წევრებზე არნახული მასშტაბის ზეწოლა იწყებოდა. პირველი შეძლეს გახარიას წევრებზე ზეწოლა და ამის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა მათთან და უმრავლესობით ყოფილიყვნენ, წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ბატონ ნუგზართან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა, ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს სამძებროს უფროსის პოზიციას იკავებდა და ბადრი ბაკურიძე კი უშიშროების უფროსი იყო. ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ აჭარიდან წასვლა მოუწია და ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს ქალაქში დაბრუნდნენ.

მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება