თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ზეწოლასა და მოსყიდვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც რეჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმა პატივი უნდა სცენ და მის სახელს მოუფრთხილდნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანაგუნდელები. წინასწარ დაანონსებული ჩანაწერების შინარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მერწუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.

„ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე“, - განაცხადა კირთაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა