ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდგადატანილებისთვის ე.წ. მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭების გადაწყვეტილება გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ვირუსის გადატანის შემთხვევაში რამდენად ემხრობა პირადად იმას, რომ უვადოდ იყოს ე.წ. მწვანე სტატუსი.

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, „მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდგადატანილებისთვის ე.წ. მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭების გადაწყვეტილება გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ვირუსის გადატანის შემთხვევაში რამდენად ემხრობა პირადად იმას, რომ უვადოდ იყოს ე.წ. მწვანე სტატუსი.

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, „მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია