წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა 26 ნოემბერს საზოგადოებას თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას წარუდგენს

წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა, საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას 26 ნოემბერს წარუდგენს. ღონისძიება წალენჯიხაში 13:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დეცენტრალიზაციის სრულიად ახლებურად გააზრებულ მოდელიც.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის იქნება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს