დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

დღეს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 25 ნოემბრის სხდომაზე გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. 26 ნოემბერს კი, ნინო სანოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენენ.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება. თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას “ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, “რეფორმების ჯგუფს“ – 15 წუთი, “ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს “გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს “მოქალაქეები“ - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს “ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში - 33 წუთი. გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებს, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“